LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

52

გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დრესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა “ქართლოსი” განახორციელა.

პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობაა.

გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.

” საჭირო იყო ოკუპაციის მუზეუმების გახსნა მთელი ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს , ახალგაზრდებს ახსოვდეთ ოკუპაცია, იმიტომ რომ არასოდეს შეურიგდნენ ოკუპაციას და ჩვენ უნდა შევძლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია. თუმცა ის, რაც გააკეთა ოკუპანტმა უნდა დარჩეს მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში, რომ არასდროს დავუშვათ შეცდომა ოკუპანტთან ურთიერთობაში, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ოკუპანტი რამეზე დაიხევს უკან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები