LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა

74

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა.

“დღეს მე გადავწყვიტე, რომ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად მოგილოცოთ, ვინც მაგალითია ამ თვალსაზრისით. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე საზოგადოებას, მეზობლებს, მეგობრებს, სახელმწიფოს ემსახურებიან თავიანთი იდეებით, იმ პოზიტივით, რაც მათ გააჩნიათ და იმ მომავლის იმედით, რომელიც ყოველთვის ჩვენს ქვეყანას შველოდა და აძლიერებდა. დღეს ჩვენთან ქველმოქმედი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ მათი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების სიძლიერის მეშვეობით ჩვენ ყველაფერს დავძლევთ! გილოცავთ ახალ, 2017 წელს!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ იმ უანგარო საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევიან და მომავალ წელს წარმატებები უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები