LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა

44

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, დანიშნა. ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ანა ნაცვლიშვილი არის ადამიანის უფლებების დამცველი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხმა, იმ სახელმწიფოებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ვითარდებოდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა მისი იურიდიული კვალიფიკაციის, პრინციპების გამო შეირჩა.

„მიხარია რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი, სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობას,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები