LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

42

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი საქართველო – უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები, დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საჭიროა, ორივე ქვეყანის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და პრეზიდენტის მრჩევლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები