LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

65

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი (გოგი) მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გოგი მერმანიშვილი მოქალაქეობრივი და ეროვნული მრწამსით გამორჩეული ხელოვანი იყო, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ხშირად მოგზაურობდა. მხატვრის განცდები, მისი სიყვარული სიცოცხლისადმი ნათლად აისახა მის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებში.

გოგი მერმანიშვილის შემოქმედება პოზიტიური, ჰუმანური საწყისის მატარებელია, რაც თავიდანვე ქმნის მხატვრის სამყაროსადმი დამთვალიერებლის განწყობას. ის მუდამ აქტიურად ცდილობდა აეთვისებინა სხვადასხვა ტექნოლოგიები. ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზე. მისი ნამუშევრები ხასიათდება მშვიდი, ერთიანი ტონალობითა და თემატური პირდაპირობით.

გოგი მერმანიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. წარმოდგენილი ექსპოზიცია მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიმართება და ეძღვნება მხატვრის ხსოვნას.

გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 14 სექტემბერს, 18.00 საათზე გაიხსნება და 24 სექტემბრამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები