LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

149

აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა აბასთუმანში საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით მთლიანი ზონის საკონტროლო შემოფრენა მოხდა.

“ჩვენ მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა მთლიანი ზონის, სადაც ხანძრის კერები იყო, მინდა გითხრათ, რომ დაკვამლიანებაც აღარ არის ტერიტორიაზე, ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სრულად ლიკვიდაციისთვის. ასევე ცოცხალი ძალა გადასულია გარკვეულ ზონებში ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე, ეფექტურად იმუშავა ავიაციამ ცოცხალ ძალასთან ერთად და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთელ ზონაში, სადაც ხანძარი იყო, სრულად ლოკალიზება გვაქვს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ავიაცია ადგილზე რჩება, თუმცა,  ამ ეტაპზე , საჭიროების არარსებობის გამო სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ . რაც შეეხება გამოძიებას, მღებრიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის პირველივე წუთებიდან გამოზიება დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები