LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი ბორჯომში ჩავიდა

39

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ბორჯომში, ხანძრის ადგილზე, ჩავიდა. მღებრიშვილი ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს.

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის, განცხადებით, სამუშაოებში 07:00 საათიდან ვერტმფრენიც ჩაერთო.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხეჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე, – განაცხადა ბორჯომის გამგებელმა.

ბორჯომის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები