LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი: “დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა”

65

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. მის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით. მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

” არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩემი პირველი მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა და აკვირდებოდა სიტუაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უკვე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მანიფესტაციის მონაწილეები და მომიტინგეები, მე პრემიერისგან მივიღე დავალება, ჩავსულიყავი ბათუმში და ადგილზე მე თვითონ მეხელმძღვანელა იმ ღონისძიებისთვის, რაც შემდგომ ჩატარდა”, – განაცხადა მინისტრმა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები