LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი: “მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის”

25

მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფრენეციაზე განაცხადა.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა 700 300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან 95% დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე ატაშეების დონეზე. ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ და მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები