LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი სოფელ კუმურდოში ჩავიდა

154

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ კუმურდოში ჩავიდა. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ეკლესიაში აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო jnews.ge ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეკლესიის ეზოში მოსახლეობაა შეკრებილი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეცრაზმიც გამოიძახეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები