LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის მიწვეული პროფესორი გახდა

273

გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის მიწვეული პროფესორი გახდა. ამერიკული მუსიკალური სასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია პლანეტაზე, სადაც სწავლა ნებისმიერი მუსიკოსისთვის ფუფუნება და ოცნებაა. „ბერკლის“ უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპსასწავლებლების ათეულს შორის საკუთარ პოზიციას წლებია ინარჩუნებს.

ბერკლის საზაფხულო სკოლაში (Five-Week Summer Performance Program) სწავლების შესახებ მოწვევა გიორგიმ პირადად ბერკლის პეზიდენტისაგან მიიღო. ბერკლის ადმინისტრაციის თქმით, დიდი პატივია გიორგის დაბრუნება უნივერსიტეტში მოიწვეული პროფესორის სტატუსით.

გიორგის მიჰყავს საშემსრულებლო, თეორიული, ისტორიული და საანსამბლო მიმართულების 7 სხვადასხვა საგანი. აღსანიშნავია, რომ მასთან კლასში მოხვედრის და სწავლების სურვილი უამრავმა სტუდენტმა გამოთქვა.

ყოველწლიურად ბერკლის საზაფხულო სკოლაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ორიათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი თავად არის ბერკლის კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული და პრეზიდენტის სტიპენდიატი. გიორგის სწავლის პერიოდში ბერკლიში მისი მუსიკალური ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, გიორგი მიქაძე ბოსტონში რამდენიმე კონცერტსაც გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები