LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნადიბაიძე „ახალ ტალღაზე“ ქეთა თოფურიასთან ერთად იმღერებს

260

გიორგი ნადიბაიძე სოჭში იმყოფება, სადაც „ახალი ტალღის“ კონკურსი იმართება. ის მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წარადგენს. გიორგი იქ უკვე ერთი კვირაა, გაემგზავრა. „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ახლა კარგად გაიგო „ახალი ტალღის“ თამაშის წესები და პირველი გამოსვლისთვის ემზადება.

გიორგი ნადიბაიძე:

4, 6, 8 სექტემბერს იქნება საკონკურსო სიმღერები, 9-ში კი უკვე დაჯილდოვება გაიმართება. პროექტი იწყება 3 სექტემბერს, მოწვეული სტუმრები არიან რიკი მარტინი და სტინგი. 4-ში კინოჰიტებს ვიმღერებთ, მე „აეროსმიტის“ „I don’t wanna miss a thing“ ავირჩიე.  6-ში დუეტებს შევასრულებთ, მე ქეთასთან ერთად ვმღერი, დრობიშის სიმღერას ვასრულებთ, რომელსაც ლეპსი და სტას პიეხა მღერიან. ბოლო ტურში მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილ სიმღერას ვმღერი სახელწოდებით „Now I Feel The Love“.

DSC_7111თავიდან გამიჭირდა ცოტა შეგუება, ესენი ცოტა სხვა რაღაცებს ითხოვენ, ვოკალურად ბოლომდე დახარჯვა ნაკლებად აინტერესებთ, ვიზუალზე არიან ორიენტირებულნი. ახლა უკვე ავუღე ალღო, ვმუშაობ და საბოლოო დეტალებს ვაზუსტებთ. რეპეტიციები გვაქვს სასტუმროსთან ახლოს. ზეგ უკვე დავიწყებთ რეპეტიციებს დიდ სცენაზე.

ვერ იტყვი, რომ ცუდი ნაკადია. ყველაფრის ანალიზს ვაკეთებ. კონკურსების გამოცდილება მაქვს. შესაძლოა, ვერ აჰყვე რიტმს და ვერ გაიგო, მაგრამ მე უკვე ყველაფერი ვიცი. რეალური შანსები არსებობს, ეს შანსი გაიზრდება, თუკი ზუსტად გავაკეთებ იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ვერავის გავაოცებ, მაგრამ გადამკვდარი ვარ ამ საქმეზე. მოკლედ, ბრძოლაში ვართ (იღიმის).

მარტო ხარ?

არა, მამაჩემი ჩამოვიდა, რომ მარტო არ ვყოფილიყავი (იღიმის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები