LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ონიანი რომ “ევროპულ საქართველოში” ყოფილიყო, დღეს თავისუფალი იქნებოდა – ნიკა მელია

106

„გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, პირდაპირ გეუბნებით, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, გოგა ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

მელიას განცხადებით, ხელისუფლება ციხიდან უშვებს მათ, ვინც აწყობს, უქმნის პოლიტიკურ პარტიას და არქმევს ვითომ ოპოზიციას, რეალურ ოპონენტებს კი ციხეში უშვებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად ყველაფრისა, არ დანებდა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

„გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ თურმე როგორ წუხან ამ ამბის გამო, დღეს დაკავებული არ იქნებოდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოპულალურები