LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ოქროპირიძე მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს

48

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი დაადგინეს.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს. განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2 წინააღმდეგ მიიღეს. სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.

ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ნაფიცებმა მეორე დამატებით ექვსსაათიან დროში მიიღეს. ჯამში, მსაჯულები 4 საათზე მეტხანს თათბირობდნენ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები