LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: ჩვენ 2-ჯერ, 3-ჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს

63

ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს და სიღარიბის დონე არ მცირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ქობულიამ ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია, მაგრამ საქართველო რჩება ღარიბ ქვეყანათა შორის. „მიუხედავად კარგი პროგრესისა, საქართველო დღეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამწუხაროდ, რჩება ღარიბ ქვეყნებს შორის. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდისა, ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ქმნის ერთ სულ მოსახლეზე, არის ძალიან მცირე. ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს. ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს. სიღარიბის დონე არ მცირდება“, – განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით აქვს. „საგრძნობლად მომატებულია მუშახელი და დასაქმება. რეკორდული ციფრები გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებლები. რეიტინგების მიხედვით მივიჩნევით ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად. არის მთელი რიგი რეიტინგები, რომელიც მოემატა საქართველოს. მე მეამაყება ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ეს შედეგები ნაწილობრივ გარეგანი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა დიდი წვლილი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები