LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია ივანიშვილის რჩევებს გაითვალისწინებს

30

აბსოლუტურად ყველა კითხვა იყო საქმიანი და მომეწონა. მათ შორის, ოპოზიციამ ძალიან კარგი კითხვები დამისვა – ასე შეაფასა პირველი საპარლამენტო გამოსვლა ეკონომიკის მინიატრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის რჩევებს, ქობულიამ უპასუხა, რომ ის არის პარტიის ლიდერი და შესაბამისად, გაითვალისწინებს ივანიშვილის რჩევებს.

მან ასევე განმარტა, რომ პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ორი კვირის წინ შეხვდა და საუბარი ჰქონდა ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით.

დღესვე ქობულიამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრაა. მისი თქმით, უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.

„საქართველოს უპირატესობა არის გეოგრაფიული მდებარეობა. ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ განვავითაროთ გადაზიდვები, ტვირთები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ სტრატეგიას, როგორ გვინდა ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს”- აღნიშნა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გაფართოებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები