LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს

101

ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. ამის შესახებ ქობულიამ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში განაცხადა.

„პროგნოზების გაკეთება არამადლიერი საქმეა, მაგრამ ვიტყოდი შემდეგს: რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად ფუნდამენტალურად ლარის მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებთ. საქართველოს ვალუტა ამ რეგიონში და ზოგადად, ერთ-ერთი მყარი და ერთ–ერთი საფუძვლიანი ვალუტაა. ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. დღეს რომ მოძრაობს 2,66–2,69, ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს. გადახრები ჩანს, როდესაც ვალუტა 20–30% გაიაფდება.

ჩვენ გვქონდა, როგორც მახსოვს, 15% გაიაფება, რაც დაკავშირებული იყო რეგიონში მძიმე კრიზისთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ კი არა, რომ ლარს აქვს პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ინვესტორი, რომელსაც ხელში ლარი უჭირავს და გარშემო რეგიონს უყურებს, მაგალითად, ხედავს, თურქეთში თურქული ლირა გაუფასურდა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, ზის ოფისში და ემართება პანიკა – რადგანაც თურქეთში გაუფასურდა, სხვაგან გაუფასურდა, რუსეთში გაუფასურდა ე.ი. შესაძლოა აქაც გაუფასურდეს და მოლოდინის საფუძველი ყიდის ლარს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები