LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

163

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, საარჩევნო და პოლიტიკურ კონცერტებში მონაწილეობაზე არავის დათანხმდება და ტყუილად მასთან ნუ დარეკავენ.

„ყურადღება!!!

ჩემო მეგობრებო და არამხოლოდ, ბოლო ერთი კვირაა ყოველდღე მეხმიანებიან პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების სააგიტაციო ღონისძიებებიდან, რომ მივიღო მონაწილეობა.

დიდი მადლობა, რომ გახსოვართ მაგრამ არ მინდა სააგიტაციო კონცერტებში მონაწილეობის მიღება.

თუ დღესასწაულია და რამე სხვა, დამიძახეთ თქვენთან ვარ, დროშები, ბანერები, „შემოხაზე“, „მომეცი“, „მიეცი“ არ მინდა.

არჩევნების მერეც გააკეთეთ ხოლმე ხშირად რეგიონებში კონცერტები და დამიძახეთ, არ ტეხავს.

გმადლობთ ყურადღებისათვის…“ – წერს გიორგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები