LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად 29 ივლისს კონცერტი იმართება

243

29 ივლისს, საღამოს ცხრა საათზე, კუს ტბაზე მდებარე ლაუნჯში „Lake View“ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას მიკი ჯეჯელავა გაუძღვება და მასში მონაწილეობას შოუბიზნესის უამრავი სახე მიიღებს, მათ შორის ჯგუფი „ქუჩის“ ბიჭები, სალომე ბაკურაძე, ძმები გულაშვილები, ანდრია გველესიანი, ნინი წიკლაური, ბექა ბროლაძე, გიორგი ჩიქოვანი, დათუნა მგელაძე. საღამოს მეორე ნაწილში დაუკრავენ დიჯეები: Giorgio Burduli, Tobi, ასევე მსმენელის წინაშე წარდგენა დიჯეური დუეტი: „Deep S3cret“. ბილეთის ფასი 12 ლარი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ ფეხბურთელი და მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე, გიორგი თექთურმანიძე დაახლოებით ორი თვის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა. ფეხბურთელი კომაში იყო, ახლა შედარებით უკეთაა, მაგრამ იმისთვის, რომ სიარული შეძლოს და მეტყველება აღუდგეს, სარეაბილიტაციო კურსის გავლაა საჭირო, რომელიც გერმანიის სარეაბილიტაციო ცენტრში ტარდება. ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. ამოქმედებულია ტელეფონის ნომერი „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ აბონენტებისთვის: 0901901935. საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000647804800 მიმღები: გიორგი თექთურმანიძე.

13823362_10201884485391337_551699220_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები