LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე ცესკო-ს მოუწოდებს, საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე კენჭისყრა ჩაატაროს

36

“ახალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, ცესკო-ს მოუწოდებს, რომ საარჩევნო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩაატაროს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო-ში შეტანილი აქვს მოთხოვნა და ელოდება კენჭისყრას.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს ცესკოსგან ნომერი მინიჭებული. “ქართულმა ოცნებამკანონში სრულიად უკანონო ცვლილებები შეიტანა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებით, რითაც ზოგიერთ პარტიებს ნომერი აჩუქეს. ჩვენ არ გვაქვს ნომერი, ველოდებით კენჭისყრას. ჩვენ 7 ნომერს ვითხოვდით, თუ სხვებმა პირდაპირ აიღეს და დაიწერეს ნომერი, ჩვენც ასევე მოვითხოვთ. როდის იქნება ცესკოში კენჭისყრა, არ ვიცით, კონკრეტულ თარიღს არ გვეუბნებიან. ეს არის გაყალბების ის მთავარი პროცესი, საიდანაც იწყება არჩევნების სისტემების პრობლემები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები