LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე ცესკოსგან საარჩევნო ნომრად ძველი ნომერის – 7-ის, დატოვებას ითხოვს

78

„არ შეიძლება, ჭრა-კერვა მიმდინარეობდეს კანონით არჩევნებამდე 2 თვით ადრე მაშინ, როცა საარჩევნო პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია,“ – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებებით პარლამენტმა „ევროპულ საქართველოს“ სრულიად უკანონოდ აჩუქა საარჩევნო ნომერი.

„ჩვენ დღეს მოვედით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ ჩვენც, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს,  დაუყოვნებლივ მოგვანიჭონ ჩვენი ნომერი  – „7“ და ვითხოვთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო პროცესი და პირდაპირ ვიტყვი, – ეს არის არჩევნების გაყალბება არჩევნების დანიშვნამდე იმიტომ, რომ აქამდე ყველა კვალიფიციური სუბიექტი ნომრის მინიჭების დროს საერთო წესებით სარგებლობდა. ახლა აღმოჩნდა, რომ მიიღეს კანონი, მათ შორის, როგორც ჩანს, ცესკო-ს თანამონაწილეობითაც, რომლითაც მხოლოდ ერთ პარტიას აჩუქეს ეს ნომერი,“ – განაცხადა ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მას სერიოზული არგუმენტაციით ექნება შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები