LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს იდეების მოპარვაში ადანაშაულებს

45

პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” ლიდერი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. გაერთიანების ლიდერები მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს იდეების მოპარვაში ადანაშაულებენ და პირდაპირ ეთერში სწორედ იმ იდეების რეალურად განხორციელების პროექტებზე საუბარს სთავაზობენ.

დღესვე გიორგი ვაშაძემ გაერთიანების სპიკერად ნიკოლოზ ვაშაკიძე დაასახელა.

„კონკრეტული გეგმებით და მართლა საინტერესო პროგრამებით ვართ მოსული და ჩვენ ვგრძნობთ იმას, რომ პირველი რამდენიმე პრეზენტაციიდან ძალიან ცოცხალი ინტერესია საზოგადოების მხრიდან. ვიწყებთ პროცესს ამომრჩევლისთვის ჩვენი პროგრამების დეტალური გაცნობისა,“ – განაცხადა ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები