LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე შემოწირულობების შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფის გამოყოფას ითხოვს

96

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიების შემოწირულობების შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამ განცხადებით ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომელმაც ოპოზიციას შემოწირულობების დამალვაში დასდო ბრალი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პირადად გაუწევს კოორდინირებას იმის გარკვევას, რომელმა პარტიამ რამდენი მიიღო შემოწირულობა და ვის აქვს არადეკლარირებული შემოსავლები.

“სამართალდამცავი ორგანოები მათ ხელშია, მოგვცენ ერთი საგამოძიებო ჯგუფი და ჩამაბარონ მე. მზად ვარ გამოვიძიო და დავდო კონკრეტული ფაქტები რამდენ არალეგალურ ფულს ხარჯავენ ისინი საარჩევნოდ. მე ვაჩვენებ მთელ საზოგადოებას, რამხელა შავ ფულთან გვაქვს საქმე “ქართული ოცნების” მხრიდან. ზუსტი ციფრები გვაქვს დაახლოებით – ეს არის 24 მილიონი, რომელიც არალეგალურად იხარჯება კოორდინატორების ანაზღაურებაში,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიები შემოწირულობების დამალვაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიები მიღებული თანხების დეკლარირებას არ ახდენენ, “ქართული ოცნების” ყველა შემოწირულობა კი ღია და გამჭვირვალეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები