LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგობის საღამო გია ყანჩელთან ერთად

73

23 ნოემბერს, 19:30 საათზე  კინოთეატრ ამირანში გაიმართება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის  გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი თეო ჯორბენაძეა. ფილმის ჩვენებამდე გაიმართება მიღება და კონცერტი. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ფილმი  „სევდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად. მათ შორის –  ბერლინში, ბრუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში.

როგორი იყო  მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომელიც არასდროს მოგისმენიათ. მაყურებელი, ასევე, აღმოაჩენს, რომ  გია ყანჩელი საკუთარი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგვაცნობს.

ფილმში მონაწილეობენ რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.  პრემიერის წარმდგენები – ხელოვანთა კავშირი CONCEPT-ART  და  კომპანია SOCAR.

პროექტის გენერალური პარტნიორი და ფილმის წარმდგენი: „ვითიბი“ ბანკი.

მხარდამჭერები: რადიო “ფორტუნა”,  კომპანია “მაგთი”, სააფთიაქო ქსელი PSP, კომპანია “ბადაგონი”, “რუსთავი 2”, მედია-პალიტრა, კინოთეატრი „ამირანი“.

გაიყიდება მხოლოდ 81 ბილეთი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები