LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი”, დღეს საღამოს, საქველმოქმედო აქციაზე სტუმრებს კანაფით გაუმასპინძლდება

32

დღეს, 19:00 საათზე გირჩის ოფისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს გირჩის წევრისა და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის, ჯარიმის გადასახდელი თანხის შეგროვებას.

“ყრილობისგან განსხვავებით, მოსულ სტუმრებს ამჯერად ღორის მწვადით ვეღარ ვუმასპინძლებთ, თუმცა სპეციალურად შემომწირველებისთვის გუშინ საღამოს გირჩის ოფისში მოვჭერით ყველაზე ცნობილი კანაფის ძირი, რითიც სტუმრებს ვუმასპინძლებთ“, – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისთვის 500 ლარით დააჯარიმეს.

საქმე ეხება 2 მაისის ინციდენტს,  როდესაც „გირჩის“ წევრები, მათ შორის ობოლაძე, პოლიციის განყოფილებასთან კანაფის ნერგიანი ქოთნით მივიდნენ. ობოლაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა არც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები