LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩი: გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ მოქმედი პროფესიონალი სექს მუშაკები

807

გირჩი იწყებს ბრძოლას სექს მუშაკების უფლებების დაცვისთვის – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება საკუთარ ოფიციალურ სოციალურ გვერდზე წერს.

ამასთან, ისინი მოქმედ პროფესიონალ სექს მუშაკებს მოუწოდებენ გამოეხმაურონ.

“ამ საქმეში დახმარების მიზნით, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ მოქმედი პროფესიონალი სექს მუშაკები.
პ.ს. სურვილის შემთხვევაში, ანონიმურობა იქნება გარანტირებული. 
მოგვწერეთ ინბოქსში”,- ნათქვამია მათ პოსტში

შეგახსნებთ, რომ გირჩი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერებს აგროვებს. ამ პოსტს თან ლინკიც ერთვის, პოლიტიკური პარტია მოუწოდებს ყველას, მათი არჩევნებში მნონაწილეობისთვის ხელი მითითებულ ონლაი მისამართზე მოაწერონ.

კომენტარებში პოლიტიკური პარტიის გვერდის სახელით განმარტავენ, რომ პ”როსტიტიცია საბოლოო ჯამში უნდა გახდეს ლეგალური, ჩვეულებრივი ბიზნესი და მერე ბაზარი დაარეგულირებს დაცვასაც და ყველაფერსაც.”

ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი პოლიტიკური გაერთიანებაა საქართველოში. მისი თავმჯდომარეა ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები