LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩის” 2 წევრი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

84

პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ორი წევრი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი “გირჩის” წევრები პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხელბორკილებით გადაიყვანეს.

სამართალდამცველები “გირჩის” კიდევ ერთ წევრს, ნიკა ობოლაძეს კი რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, რომელიც პროტესტის ნიშნად პოლიციის განყოფილებასთან ქოთანში ჩარგული კანაფით ხელში მივიდა. “გირჩის” წევრების რამდენიმესაათიანი დაკითხვის პარალელურად, განყოფილებასთან რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციელებსა და მათ თანაგუნდელებს შორის.

პირი, რომლის დაცვასაც პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” წევრები ცდილობდნენ, მირიან სარიშვილია. პოლიციის ინფორმაციით, ის ნარკოტიკს უკანონოდ ასაღებდა, რის გამოც სამართალდაცმველებმა მისი გაჩხრეკა გადაწყვიტეს, ამაში კი ხელი “გირჩის” წევრებმა შეუშალეს.

პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები სარიშვილის დაკავებას ეწინააღმდეგებოდნენ. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მირიან სარიშვილი ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანა. მოგვიანებით კი ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ბრალდებით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები