LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩმა პირველი პოლიტიკური ბოტი “მარიტა v2,0” შექმნა

79

გირჩმა პირველი პოლიტიკური ჩეტბოტი შექმნა. პარტიაში ამბობენ, რომ ჩეტბოტის შექმნით  საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო მარტივი და ეფექტური გახდება.ჩეტბოტს გირჩის სოციალური მედიის მენეჯერის, მარიტა რატიანის პატივსაცემად მარიტა v2.0 ჰქვია. მას თავისი ფეისბუქგვერდი ექნება, რომელსაც „გირჩის ბოტი“ ერქმევა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

მარიტა სოციალური მედია მენეჯერის ფუნქციებს ითავსებს და მასთან საუბარი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ბოტი მზად არის უპასუხოს კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ბიბლიური თავისუფლება, წინასაარჩევნო დაპირებებზე, დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე და სხვ. მარიტა, ცხადია, პასუხებს გირჩის პოზიციიდან სცემს და თანამოსაუბრეს პარტიის მოსაზრებებს აცნობს.

გარდა სერიოზული თემებისა, მარიტას სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. მაგალითისთვის, ბოტი გთავაზობთ სპეციალური ქვიზების შევსებას იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი მოსაზრებები გირჩისას. ამასთან, მარიტა მზადაა ილია ჭავჭავაძეზეც ესაუბროს ნებისმიერ მსურველს. ბოტი თანამოსაუბრეს ილია ჭავჭავაძის პოზიციებს აცნობს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა კერძო საკუთრების იდეა, პროტექციონიზმი, თავისუფალი ბაზარი და სხვ.

 

https://www.facebook.com/GirchiParty/videos/2050431085008340/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები