LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი ბერიკაშვილი სუნთქვის ხელოვნურ აპარატზეა შეერთებული

71

გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 83 წლის მსახიობი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მისი მეგობრის, კახი კავსაძის თქმით, მსახიობი კლინიკა “მედიქლაბში” რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს და მისი მდგომარეობა ბოლო სამი დღის მანძილზე განსაკუთრებით დამძიმდა.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ექიმები ამბობენ, ორგანიზმის სიძლიერეზე არის ყველაფერი დამოკიდებულიო. გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა, ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა. ექიმების დამსახურებაა ეს დღეები რომ აცოცხლეს”, – განაცხადა კახი კავსაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები