LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს

47

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს:

მანქანას უკანა მხარე არ აქვს, ფაქტიურად მომძვრალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ან აკრული ჰქონდა უკანა მხარეს, ან ჩადებული, და ასევე ვარ დარწმუნებული რომ უკან მოგვყვებოდა სხვა მანქანა, რომლიდანაც განახორციელეს დისტანციურ მართვის პულტზე ხელის დაჭერა.

ყველაზე მეტად ვწუხვარ, რომ არიან დაშავებულები, რომლებსაც არ ვიცნობ. აქ მითხრეს რომ არის სამი ადამიანი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.

პირობას ვაძლევ ამ ადამიანებს, რომ ამის შემდეგ არათუ ნაკლები ძალისხმევით, უფრო მეტი ძალისხმევით ვიზამ ყველაფერს. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ სულ რამდენიმე დღეში, რვა ოქტომბერს მართლა დავამთავროთ აი ეს კრიმინალების ხელისუფლება.

მე არ ვარ მშიშარა ადამიანი, ბევრი მაქვს გადატანილი, ვიბრძვი დაახლოებით 17 წლიდან და ბუნებრივია, რომ ვერაფრით ვერ დამაშინებენ.

ცოტახნისწინ, ბარათაშვილის ხიდთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანა  დანაღმული იყო. თავად გივი თარგამაძე დაშავებულია.