LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი თარგამაძე მოითხოვს, მისი საქმე ტერაქტად გადაკვალიფიცირდეს

87

ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე დღეს დაზარალებულები დაიკითხნენ.

გივი თარგამაძემ და მისმა მძღოლმა დავით მგალობლიშვილმა დეტალურად გაიხსენეს 2016 წლის 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები და დეპუტატის გადაადგილების მარშრუტი.

დაზარალებულები იხსენებენ, რომ არც იმ დღეს და არც წინა დღეებში, მანქანაზე თვალთვალი არ შეუნიშნავთ და მათი ვარაუდით, ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანას „ნაცმოძრაობის“ ოფისთან მიამაგრა.

თავად დაზარალებული გივი თარგამაძე ითხოვს, საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს, რადგან აცხადებს, რომ ბრალდებულმა აფეთქება განზრახ მოაწყო ხალხმრავალ ადგილას.

გარდა ამისა, დღეს სხდომაზე მოსამართლეს თარგამაძემ პირადი ნივთების, მათ შორის – აფეთქებული მანქანის ნარჩენების დაბრუნება სთხოვა.

საქმეზე ბრალდებულია დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც პროცესზე არ იმყოფებოდა. მას ინტერპოლი ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები