LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი თარგამაძე პროკურატურაში იმყოფება

74

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი საგამოძიებო უწყებაში 1 საათისთვის იყო დაბარებული.

თარგამაძის ინფორმაციით, მას პროკურატურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ავტომობილის აფეთქების საქმეზე არსებული მასალები უნდა გააცნონ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. 2016 წლის 17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს და ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები