LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გლამურმა” ნიკოლ კიდმანი „წლის მსახიობად“ დაასახელა

61

ლონდონში ჟურნალ “გლამურის” მიერ ორგანიზებული ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე სტუმრობდა, მათ შორის-ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმარი ნიკოლ კიდმანი იყო.

49 წლის მსახიობს, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაში იყო, შავი მაქმანებიანი, ყვავილებით გაწყობილი იისფერი კაბა ეცვა.

კიდმანმა ნომინაციაში „წლის მსახიობი“ გაიმარჯვა. „დაახლოებით ორ კვირაში 50 წლის გავხდები და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბოლო წლები საუკეთესო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ 50-ის მერე ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა ნიკოლმა სამადლობელ სიტყვაში.

რაც შეეხება პრემიას, „წლის მამაკაცი“ ტელეწამყვანი ჯეიმს კორდენი გახდა, „წლის დიზეინერის“ წოდება კი მარია გრაცია კიურიმ დაიმსახურა. მათ გარდა ჯილდოები ჯენიფერ ჰადსონმა, ანა კენდრიკმა, ვინი ჰარლოუმ და სხვა ვარსკვალვებმა დაიმსახურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები