LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლასტონბერის“ ლაინაპი ცნობილია

238

ცოტა ხნის წინ ფესტივალ „გლასტონბერის“ ლაინაპი გახდა ცნობილი. ჰედლაინერების, ედ შირანის, Foo Fighters-სა და Radiohead-ის გარდა, ღონისძიებაზე პირველად გამოვა კეტი პერი, რომელმაც თავის განცდებზე „ინსტაგრამზე“ ისაუბრა.

„ერთი სული მაქვს, როდის შეგხვდებით. იმედი მაქვს მაგ დროისთვის არ გავცივდები“, – იხუმრა მომღერალმა.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია. შეგახსენებთ, რომ „გლასტონბერი“ 21 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით გაიმართება.  პერის გარდა მასზე სოლანჟ ნოულზის, Alt J-ს, The National-ის, The XX-ისა და სხვა მუსიკოსების მოსმენა იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები