LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის სპორტსკოლაში წუხელ შეჭრილების მოთხოვნებს გლდანის გამგებელი სწავლობს

73

“დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, გვიან ღამით გლდანის სპორტსკოლის შენობაში შეიჭრნენ,” – ამის შესახებ „ფორტუნას“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის დევნილებმა შენობა უკვე დატოვეს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, დევნილებთან გლდანის რაიონის გამგებელი, დიმიტრი ორმოცაძე, იმყოფებოდა, რომელიც მათ მოთხოვნებს შეისწავლის.

არსებული ინოფორმაციით, გვიან ღამით სპორტსკოლის შენობაში 50-მდე ოჯახი შეიჭრა. მობულიზებული იყო პოლიციაც. როგორც უწყებაში აცხადებენ, კრიმინალური პოლიცია ადგილზე წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები