LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

54

გლდანში, მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლამდე მამაკაცია.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს, დაჭრილი კი მე-4 მიკრორაიონში მივიდა, სადაც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს უწყების პრესსამსახური გაავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები