LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში „ბეკოს“ მაღაზია გაძარცვეს

128

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე „ბეკოს“ მაღაზია გაძარცვეს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, წაღებულია დაახლოებით 15 ტელეფონი. მათივე ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.

„ბეკოს“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. “დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს. ეს მესამე შემთხვევაა, თუმცა გამოძიებული აქამდე არც ერთი საქმე არ არის”, – განაცხადეს „ბეკოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები