LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

34

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1996 წელს დაბადებული ტ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი – 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები