LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ორი ადამიანის ცხედარი იპოვნეს

79

თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვნეს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილები და-ძმა არიან. პირველადი დათვალიერებით მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ და-ძმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირით გაიგუდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები