LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში სუპერმარკეტის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

55

თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, გლდანში ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

„დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ ორი დღის წინ მუხიანში სადღეღამისო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის მუქარით 200 ლარი გაიტაცა,“ – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები