LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა – დეპუტატი დავით ჭიჭინაძე

104

„სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, რაა. დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში,” – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, დღეს პარლამენტში, გარემოსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, გააკეთა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე მსჯელობენ.

კომიტეტის სხდომაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანოშვილმა,  განაცხადა, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს. პასუხად კი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ  “გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები