LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მეშვიდედ დააჯილდოვა

34

„საქართველოს ბანკმა” უკვე მეშვიდედ Global Finance-ის ჯილდო „საქართველოში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიიღო.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული ჯილდო Global Finance-ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო ბანკების დაჯილდოების“ ფარგლებში გაიცა.

”საქართველოს ბანკს“ ჯილდო გადაეცა ისეთი კრიტერიუმების წარმატებით დაკმაყოფილებაში, როგორიც არის: ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციების წარმოების საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და გარიგებების მოცულობა“, – განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.

მათივე ცნობით, კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო გამოცემის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები