LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატება

105

გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატება- ამის შესახებ თბილისის მერმა  განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები იქნება. გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.

„ეს იქნება უკვე ანაზღაურებადი ჩვენი მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას. ასევე ვგეგმავთ, რომ ამ ადგილზე მუსიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყოველ პარასკევსა და შაბათს, გამვლელები თავიანთი შესრულებით  დაასაჩუქრონ. ვფიქრობ, მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები ჩვენს ქალაქში“

ამასთან, გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დასრულდა. მოხატვაში მონაწილე მხატვრებს გუშინ დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოხატული კედლები მათთან ერთად დაათვალიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები