LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე ლარის გაუფასურებას პროგნოზირებს: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების გეგმა ნახევარი მილიარდით გაირღვა

31

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ხუთი თვის გეგმა ნახევარი მილიარდი ლარით გაირღვა – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე წერს.

მისი თქმით, ეს ჩამორჩენა რომ აღმოიფხვრას და ნახევარი წლის გეგმა შესრულდეს, ივლისში 1,415 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, მაშინ როცა საშუალოდ თვეში 836 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ამის გამო ლარის გაუფასურება დაიწყება.

„ხარჯებში ჩამორჩენა იყო ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი, ისევე როგორც ლარის ერთბაშად ხარჯვა იქნება ლარის გაუფასურების მიზეზი, რაც არაერთხელ გვინახავს უკვე. (თურქული ლირის ფაქტორისა და სხვა სისულელებიის რომ არავის სჯერა, ისედაც ვიცით).

მთავრობა, როგორც ჩანს, შემოდგომისათვის ინახავს ტკბილ საბიუჯეტო ლუკმას. დახარჯავს წინასაარჩევნოდ და ნასიამოვნები ხალხის ხმებით გვეყოლება ახალი მერები და ახალი საკრებულოები, გვექნება აქა-იქ კეთილმოწყობილი ეზოები და ნაჩქარევად ამოვსებული ორმოოები, მაგრამ არ გვეყოლება ლარი და არც ქვეყანას ეყოლება პატრონი“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

“პერმანენტულ დეჟავიუობაში ვარ გადავარდნული. მეხუთე წელი ერათი და იგივეს წერა მიხდება ამ დროს და ყველაფერი რომ ასპროცენტიანი სიზუსტით მეორდება?”, – დასძენს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები