LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გოცირიძეები აზნაურები ვიყავით, 10 სოფელიც გვქონდა და 200 ყმა გვყავდა,” – რომან გოცირიძე

408

“ხელისუფლება ფიქრობს, რომ მეფის დაბრუნება არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის ბნელი, მათი მმართველობა არის ქაჯურ-დემოკრატიული და მათი იდეები საზიანოა ქვეყნისთვის,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მონარქიის აღდგენა ნიშნავს თავადაზნაურობის აღდგენასაც

„მაშინ, დაურიგონ თავად-აზნაურობას მიწები. მაგათ იკითხონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები ვიყავით, 10 სოფელიც გვქონდა და 200 ყმა გვყავდა. ნახევრად მეგრელი ვარ და იქაც მქონდა მიწები,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები