LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძი ჩოხელის შვილი სამი წელია, საწოლსაა მიჯაჭვული…

562

ირმა სანაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვრცელ პოსტს, სადაც საუბარია გოდერძი ჩოხელის ვაჟის, ნიკას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე.

„ეს ნიკა ჩოხელია, გოდერძი ჩოხელის შვილი, ჯან-ღონით სავსე ადამიანი , ჩემი კეთილშობილი ნიკუშა , რომელიც ისეთივე ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა, რომელსაც მუხრუჭი და გაზი აერია ერთმანეთში, გზის იქით მდგომ ბიჭს, მთელი სისწრაფით დაეჯახა, ხრამში გადააგდო. ეს ჯანმრთელი, 28 წლის კაცი და ინვალიდად აქცია. ნიკა 3 წელია საწოლსაა მიაჯაჭვული…

ამიტომ საშინლად ვბრაზობ ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ასეთ  მძღოლებზე,  არა აქვს მნიშვნელობა,  კაცია თუ ქალი, რომლებიც საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს…

რა მარტივად სათქმელია არა, დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები… ახლა იმ ოჯახებს მოუყევით, როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები.

ნიკას დიაგნოზი ასეთია: ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე, მაგრამ შედეგი არის  დამბლა.  წლები სჭირდება აღდგენით პროცესს, რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ექიმებმა არ იციან, აღდგება თუ არა. ამ ეტაპზე ველოდებით ახალ პასუხებს. თუკი საჭირო გახდა ისევ სადმე წასვლა სარეაბილიტაციოდ,  რადგან აქ ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, მერე დავწერ ანგარიშის ნომერსაც. დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის და სიყვარულისთვის, ოჯახის სახელით გიხდით  ძალიან დიდ მადლობას.

პ.ს-ის პ.ს.

ჩემო მეგობრებო, ასობით ადამიანი მწერს პირადში და მთხოვს ანგარიშის ნომერს. ამდენი მოწონება, მხარდაჭერა და გაზიარება, არც კი მახსოვს ამ ჯგუფში და არც არსად.

მიხარია, რომ  ამდენი მაგარი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ნინო (ნიკას დედა ) ძლივს აუდის იმ უზარმაზარ ხარჯებს, რაც ნიკუშას მკურნალობას სჭირდება, იმ მასაჟებს,თერაპიას, ნემსებს და წამლებს, მაინც ვერ დავწერ ამ ეტაპზე იმას, რომ დაგვეხმაროთ. ნინო, ნიკა და ლუკა არ მაძლევენ ამის უფლებას.

გაზიარებული პოსტების კომენტარებიც წავიკითხე და ზოგი ბრაზობს ჩემზე, ანგარიშის ნომერი რატომ არ უწერიაო, ხოდა, ოჯახს არ უნდა, ასეთი მორიდებული ადამიანები არიან და მე კიდე ნიკას სიტყვას ვერ გადავალ.

მოკლედ, თუკი უკიდურესად გამოუვალი მდგომარეობა იქნება, მე აუცილებლად შეგატყობინებთ.

ძალიან დიდი მადლობა ყველას…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები