LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირის ღია წერილი: მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით

180

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ღია წერილით მიმართავს.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს უძველესი წიპწების აღმოჩენით დასტურდება, რომელთა ასაკი დაახლოებით 8 ათასი წელია (მე-6-5 ათასწლეული).

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ბორდოს ღვინის მუზეუმში საქართველომ უმთავრესი ადგილი დაიკავა.

მარნეულში, შულავერთან ახლოს მდებარე იმირის გადაჭრილი გორა ღვინის აკვანია. სწორედ აქ აღმოჩნდა უძველესი წიპწები.

დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით.

იქ არათუ მეღვინეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, ძეგლი ნადგურდება.

ღია ცის ქვეშ არის, არ არის გადახურული. მხოლოდ ჭილოფი ახურავს, რომელიც შეღავათი სულაც არ არის.

მსოფლიო მეღვინეობის ცენტრი მიგდებულია. მისასვლელი გზაც კი არ ვარგა.

მარნეულის გამგეობამ იყოჩაღა და მდინარეს გვერდები რომ არ ჩამოერეცხა, ქვის კედელი ამოუშენა.

ეს საკმარისი არ არის.

მოგმართავთ თხოვნით, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი განადგურებას გადაარჩინოთ და ადგილზე შექმნათ ტურისტული და სამეცნიერო-საკვლევი ინფრასტრუქტურა, რათა არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდეს.

პატივისცემით გოგა ჩანადირი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები