LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ხაჩიძე “ნაციონალებს” : რა გინდათ, რამ გაგამწარათ

46

გოგა ხაჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო განათავსა, სადაც ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დომენი girchi.ge სასწრაფოდ გადაიფორმა საკუთარ სახელზე, რათა ის ახალ პოლიტიკურ ცენტრს არ დაერეგისტრირებინა.

„დღეს საქართველოში მოხდა 3 მნიშნელოვანი ამბავი, პირველი მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენს პოლიტიკური ორგანიზაციას ჰქვია ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი“, მეორე ის, რომ ქვეყანას ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ხოლო მესამე ამბავი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ არის ძალიან სასაცილო. როგორც კი გაიგო საზოგადოებამ, რომ ჩვენ დავირქვით „გირჩი“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები, გაიქცნენ „კავკასუსში“ და დომენი girchi.ge დაირეგისტრირეს, რომ ჩვენ არ ავიღოთ. რა გინდათ, რამ გაგამწარათ, არც „ერთიანი“ დავირქვით, არც „ნაციონალური“, არც „მოძრაობა“, დავირქვით „გირჩი“, რაში გჭირდებათ ეს girchi.ge, რა გირჩის უნახავებივით იქცევით, რა გჭირთ, გამაგებინეთ,“ – ამბობს ხაჩიძე ვიდეოში და საკუთარი ნათქვამის დასადასტურებლად სქრინს აქვეყნებს.

Capture

ქუთაისში “ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის” რეგიონალური ოფისი დღეს გაიხსნა. რეგიონულ წარმომადგენლობას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.

“ახალი პოლიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

“პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს – რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში; მედია მხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას”, – აცხადებენ ცენტრის ხელმძღვანელები.

ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის” ოფისი გაიხსნა.
ამასთან, პარტიაში განმარტავენ, რომ პარტიის ასეთი  სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ გირჩი  მწვანესთან და საიხლესთან ასოცირდება.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/goga.khachidze/videos/vb.316532841889226/400039636871879/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები