LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: „ვერ გავუგებთ ქალს, რომელმაც საკუთარ თავზე განიცადა ძალადობა და დამცირება…“

278

გოგი გვახარია ზვიად დევდარიანთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება. მოგეხსენებათ, დევდარიანმა „ქალთა მოძრაობის“ მიერ გახმაურებული ფაქტების კვალდაკვალ, სადაც ცნობილ ქალთა უფლებების დამცველს საწინააღმდეგო სქესის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა…

გოგი გვახარია აღნიშნავს:

„ჩაპლინი ერთადერთი რეჟისორი იყო ჰოლივუდში, რომელმაც იცოდა, ვიმეორებ, იცოდა, რა არის შიმშილი. ეს გრძნობა გამოცდილი ჰქონდა. არა წიგნებიდან, არა ძიძების ნაამბობიდან, არა ქუჩაში, სამათხოვროდ გამოსული ბავშვებისგან… არა, თავად იცოდა…

ამიტომ ყველა, ვინც შეეჭიდა ამ თემას, ზოგი გულწრფელად, ზოგიც მხოლოდ იმიტომ, რომ „ჰუმანიზმი ყოველთვის მოდაშია”, ნამეტანი უმწეო გამოჩნდა ჩარლის გვერდით.

ესაა პრობლემა და რაღაც თვალსაზრისით სისასტიკეც; ზღვარი გამოცდილებასა და გაგებულ-წაკითხულ-ნანახს შორის ყოველთვის იქნება. რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ (და უნდა მოვინდომოთ), თუ არ განგვიცდია, ვერასდროს გავუგებთ ბოლომდე ადამიანს,რომლისთვისაც ერთი ნაჭერი პური თავისუფლებაზე მეტია (”არა პურითაო” არ დამიწყოთ ახლა), ვერ გავუგებთ ქალს, რომელმაც საკუთარ თავზე განიცადა ძალადობა და დამცირება… ამიტომ სანამ ჭკვიანური სახეებით რაღაცის ახსნას დავიწყებთ, ვიღაცეებს დავიცავთ ან ჩავქოლავთ, კარგად დავფიქრდეთ, ვიცით კი, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები