LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი თოფაძე ადასტურებს, რომ განცხადების გამო ივანიშვილმა უსაყვედურა

75

გოგი თოფაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა. მისი თქმით, გამოსვლის დასრულების შემდეგ
10-15 წუთში ივანიშვილმა დაურეკა და უსაყვედურა, რომ „ასე არ უნდა ელაპარაკა“.

თუმცა, თავად დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიმართ დამნაშავე სულაც არ არის. თოფაძის თქმით, უკვე მოუბოდიშა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს და მათი სურვილის შემთხვევაში შეხვდება კიდეც.

“დაუნი” უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე “დებილის სინდრომი”, რაზეც ის ლაპარაკობს. მე ვთქვი “დაუნი”, იმან თქვა “დებილი”. რასაც ის წერს, ასეთი დამცირება ქართველი ხალხის ვერ წარმომიდგენია”, – განაცხადა თოფაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები